გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო

საქართველოს ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

28 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოში, ქართველთა ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართული სიმღერები და ლექსები თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრებმა ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებმა შეასრულეს. ღონისძიებაზე მისული სტუმრები დალოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს პატრიარქს თბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.
საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ: ლაზური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი „ათძალი“, ანსამბლი „ჰერულა“ კახის რაიონიდან, ფერეიდნელი, ჰერელი და თურქეთელი ქართველი პოეტები და შემსრულებლები.

საქართველოს ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
საქართველოს ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო