გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის დასაქმების ფორუმი

დიასპორის დასაქმების ფორუმი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
12 მარტს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორგანიზებული კონფერენციის – „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის – ხიდის შენება“, ფარგლებში “დიასპორის დასაქმების ფორუმი” გაიმართა.
ფორუმის მიზანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის სამშობლოში დასაქმებისთვის არსებული შესაძლებლობების გაცნობა იყო. ფორუმის მონაწილე დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზებში პირადად შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორიდან და მიეღოთ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების შესახებ.
სამთავრობო და კერძო სტრუქტურებიდან, ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, Deutsche Wirtschafts – vereinigug (DWV), Key Management Solution – KMS Georgia, WorkNet, Kompass gGmbh, შერატონ მეტეხი პალასი, სოციალური პარტნიორობის ფონდი, ეროვნული ღვინის სააგენტო, აჭარა ჯგუფი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია – GSMEA, “ავერსის” კლინიკა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო მიგრაციის ცენტრი (CIM). დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ავსტრიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან და პოლონეთიდან.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ნინო კობახიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია, CIM/GIZ–ის მრჩეველი დიასპორისა და მიგრაციის საკითხებში, ირმა წერეთელი, უმცროსი მრჩეველი არჩილ ავალიშვილი, CIM/ZAV-–ს წარმომადგენელი, ლიზელოტე ჰეკმანი.
გელა დუმბაძემ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, ინიციატივის – „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში საქართველოს განვითარების პოტენციალის გაძლიერებაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი შედეგის მომტანი იქნება როგორც დიასპორის წარმომადგენლებისთვის, ისე მათი წარმოშობის და დანიშნულების ქვეყნებისთვის.
ზემოხსენებულ კონტექსტში განხილულ იქნა CIM/GIZ-სა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეთანხმებული ქმედებები და თანამონაწილეობა. ფორუმზე CIM/GIZ-ის პროგრამის “მიგრაცია განვითარებისთვის” ზოგადი მიმოხილვა წარმოადგინა CIM/GIZ-ის მრჩეველმა დიასპორისა და მიგრაციის საკითხებში, ირმა წერეთელმა. მან მონაწილეებს საქართველოში დასაქმებისა და ბიზნესის დაწყების პერსპექტივები გააცნო.
ფორუმზე წარმოდგენილმა დამსაქმებლებმა თავისი ორგანიზაციების პრეზენტაციებთან ერთად მონაწილეებს არსებული ვაკანსიები წარუდგინეს. დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ინდივიდუალურად გაცნობოდნენ და გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს.
ფორუმზე გამართულმა ინტენსიურმა დისკუსიებმა პოტენციურ დამსაქმებლებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთელ ცხადყო სამშობლოში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობა და მძლავრი იმპულსი მისცა როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიასპორის პოტენციალის გამოყენებისა და მათი დასაქმებისათვის არსებული შესაძლებლობების პრაქტიკაში რეალიზებისთვის.