გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა მაინის ფრანკფურტში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებთან

შეხვედრა მაინის ფრანკფურტში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

12 მარტს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ქალაქ მაინის ფრანკფურტში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ მაინის ფრანკფურტში, იოსებ ჩხიკვიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი.
სახელმწიფო მინისტრმა ქალაქ მაინის ფრანკფურტში არსებული “ქართული საკვირაო სკოლა ფრანკფურტში” მოინახულა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს. მოგვიანებით შედგა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოს ელჩმა და გენერალურმა კონსულმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, იმ დადებით ძვრებზე და წარმატებებზე, რასაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნის წარმატება ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მათ დიასპორის წარმომადგენლებს ახალი სამთავრობო პროგრამები და პროექტები გააცნეს, მათ შორის – დიასპორასთან მიმართებით.
სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა, ნინა მატიაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს ის კონკრეტული მიმართულებები, პროგრამები და პროექტები წარუდგინა, რასაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს. მან ისაუბრა დიასპორის ადამიანური და ფინანსური კაპიტალის მობილიზაციის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის, ისე დიასპორის წარმატებული განვითარებისთვის, ახალ პროექტებზე, რომელსაც აპარატი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს აქტიური ჩართულობისკენ.