გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა USAID/REAP პროგრამის ხელმძღვანელთან

შეხვედრა USAID/REAP პროგრამის ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

22 მარტს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) REAP პროგრამის ხელმძღვანელს, ლუი ფაოროს შეხვდა.
ლუი ფაორომ გელა დუმბაძეს გააცნო USAID/REAP პროექტის არსი, მიზნები და ძირითადი მიმართულებები.  2016 წლიდან პროექტი იწყებს ახალი ინიციატივის განხორციელებას USAID/REAP-ის სტრატეგიული პლატფორმა – „გენდერული თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარება“ წევრთათვის. USAID/REAP პროექტი მიზნად ისახავს აგრობიზნესში ქალ მეწარმეთა ჩართულობის მხარდაჭერას, რაც ითვალისწინებს 3 კომპონენტიანი ინიციატივის განხორციელებას: შესაძლებლობების, ლიდერობის უნარების და  პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროგრამის ხემძღვანელს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის და გამოთქვა სურვილი აღნიშნულ პროგრამაში ევროპის ქვეყნებში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლების ჩართვის თაობაზე. გელა დუმბაძის განმარტებით 12 მარტს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორგანიზებულმა კონფერენციამ – „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის –  ხიდის შენება“, და დიასპორის დასაქმების ფორუმმა ცხადყო დიასპორის წარმომადგენლების დაინტერესება წარმომშობ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არსებული შესაძლებლობების მხრივ, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სფეროში.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება განხორციელდეს მიმდინარე წლის 27 მაისს, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფორმატში.
პროგრამის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ამჟამინდელი პროგრამის ტექნიკური დახმარების ასპექტებს და გამოთქვეს დიასპორის წარმომადგენლების დაინტერესების იმედი.
ლუი ფაორომ ხაზი გაუსვა წინა პროგრამის მნიშვნელობას, რომ შექმნილი საწარმოები, რომლებიც დარჩება და იფუნქციონირებს გახდება ახალი სამუშაო ადგილების წყარო.
შეხვედრის დასასრულს ლუი ფაორომ მადობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და განვითარდება.
შეხვედრას (USAID) REAP პროგრამის და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.