გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ესპანეთის სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენელთან

შეხვედრა ესპანეთის სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

1 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე  ესპანეთის სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ვიქტორ მურსია გარსონს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს აპარატის სამოქმედო გეგმები გააცნო და ოფიციალურად მიიწვია დიასპორის დღისადმო მიძღვნილ ღონისძიებებზე, მათ შორის, მეორე პროფესიულ ფორუმზე „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“, რომელიც თბილისში, მიმდინარე წლის 27 მაისს ჩატარდება.
ვიქტორ მურსია გარსონმა მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს თბილი მიღებისთვის. ესპანელმა დიპლომატმა დაადასტურა ესპანეთის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესებისადმი და სახელმწიფო მინისტრს სხვადასვა მიმართულებით თანამშრომლობა შესთავაზა.