გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ონლაინ კონფერენცია საქართველოს ახალგაზრდა ელჩებთან

ონლაინ კონფერენცია საქართველოს ახალგაზრდა ელჩებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

1 აპრილს გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის ონლაინ კონფერენცია საქართველოს ახალგაზრდა ელჩებთან. კონფერენციას სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა ელჩების პროგრამის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების განხილვა, მათი ხედვებისა და მოსაზრებების გაზიარება და მათთვის სახელმწიფო მინისტრის მხრიდან რჩევების მიცემა სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისათვის.
ახალგაზრდა ელჩებმა მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მინისტრს მიცემული შესაძლებლობისთვის, გაეზიარებინათ თავიანთი სამომავლო ხედვები და სტრატეგია პროგრამასთან მიმართებით. ახალგაზრდა ელჩების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში გამოიკვეთა ერთიანი ხაზი, რომელიც ემსახურება საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქართველ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან და სხვა ერების წარმომადგენლებთან ფართო კონტაქტების დამყარებას, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას, დიასპორის მობილიზებას საქართველოს განვითარებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებას.
გელა დუმბაძე მიესალმა ახალგაზრდა ელჩებს და წარმატებული საქმიანობა უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამაში გარკვეული ხარვეზების არსებობის მიუხედავად, ის მაინც ქმედითი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაქვემდებარების ქვეშ, ეს პროგრამა ახალ იმპულსს შეიძენს და თანამშრომლობა აპარატსა და ახალგაზრდა ელჩებს შორის გაგრძელდება და უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი. გელა დუმბაძემ ახალგაზრდა ელჩებს გააცნოამ მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები და გეგმები. კერძოდ, მაისის მეორე ნახევარში ახალგაზრდა ელჩების საქართველოში შესაძლო ჩამოყვანა და მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკებების გამართვა. გელა დუმბაძემ ახალგაზრდა ელჩებს, მათი შეკითხვების პასუხად, რჩევები მისცა, მათ შორის, ღონისძიებების ჩატარებისასისეთი მნიშვნელოვანი თარიღების ხაზგასმის თაობაზე, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი და “ვეფხისტყაოსნის” 850 წლის იუბილე, რათა ყოველი ღონისძიებისას გაჟღერდეს საქართველოს მნიშვნელოვანი მოვლენები. მან ელჩებს აღუთქვა, რომ მოხდება მათი წარდგენა საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ერთგვარი აგრემანის გადაცემის სახით. გელა დუმბაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდა ელჩებს ეძლევათ სრული თავისუფლება, იმოქმედონ თავიანთი ხედვებისა და სტრატეგიის მიხედვით.
ახალგაზრდა ელჩებმა ითხოვეს კონკრეტული რჩევების მიღება სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან, ასევე აქტივობების პერიოდული ანალიზის მოხდენა.
სახელმწიფო მინისტრმა ონლაინ კონფერენციის დასასრულს იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა უფრო დახვეწილი და მიზანმიმართული გახდება, და რომ თანამშრომლობა ელჩებსა და აპარატს შორის წარიმართება ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში, გახსნილი დიალოგის სახით.

1
2
3