გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართულმა ცენტრმა ფრანკოფონიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

ქართულმა ცენტრმა ფრანკოფონიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ვაშინგტონში ახლახან დაფუძნებულმა ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ – ქართულმა ცენტრმა  მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტისა და საფრანგეთის მთავრობის ინიციატივით საფრანგეთის საელჩოში გამართულ ფრანკოფონიის ფესტივალში, რომელიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.
ასობით სტუმარმა მოინახულა ქართული ცენტრის მიერ ორგანიზებული ქართული კუთხე, დააგემოვნა ქართული ეროვნული კერძები, დააჭაშნიკა ქართული ღვინო, მოუსმინა ქართულ ფოლკლორულ მუსიკას, თვალი ადევნა ეკრანზე წარმოდგენილ მრავალფეროვან ვიდეორგოლებს საქართველოს ბუნების, ეთნოგრაფიისა და ტრადიციების შესახებ.
ქართული ცენტრი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატთან, აქტიურად არის ჩაბმული ვაშინგტონის კულტურულ ცხოვრებაში, რაც ორგანიზაციის წევრებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ ცენტრში – აშშ-ს დედაქალაქში – ღირსეულად წარმოაჩინონ ქართული კულტურა, განახორციელონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პოპულარიზაცია და ხელი შეუწყონ საქართველოს ცნობადობის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით.
14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ცენტრი  მორიგ ღონისძიებას გამართავს; გამოიფინება ათამდე ქართველი მხატვრის ნამუშევარები; სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მათთვის სასურველი შემოქმედებითი ნიმუშები. შემოსული თანხა თბილისის არტთერაპიის სარეაბილიტაციო ცენტრის საქმიანობას მოხმარდება.