გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ვარლამ ნიკოლაძე სამშობლოში დაბრუნდა

ვარლამ ნიკოლაძე სამშობლოში დაბრუნდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
3 აპრილს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ვარლამ ნიკოლაძე სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი ხელოვანი 25 წლის წინ იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და ის საცხოვრებლად თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდა. ვარლამ ნიკოლაძეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და 25 წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო საკუთარ ქვეყანაში.
ვარლამ ნიკოლაძე არაერთი თეატრის რეჟისორი იყო, როგორც საქართველოში ასევე თურქეთის რესპუბლიკაში. ის იყო: საქართველოს ტელევიზიის თეატრალურ და მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი, ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი, თბილისის მუსკომედიის და გრიბოედობის თეატრების მთავარი რეჟისორი, ასევე, თბილისის თეატრ „ექოს“ მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ხელოვნების სკოლის ბავშვთა მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. თურქეთის რესპუბლიკაში იგი გახლდათ ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თურქეთის სახელმწიფო თეატრების სამმართველოს კონსულტანტი და დამდგმელი რეჟისორი, ქალაქ იზმირის „9 სექტემბრის“ სახელობის უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის დოცენტი, ქალაქ ანკარას ბილვენტის უნივერსიტეტის თეატრალურის ფაკულტეტის კათედრის გამგე, სტამბოლის ბალტეპეს უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის კათედრის გამგე და ქალაქ იზმითის თეატრალური უმაღლესი სასწავლებლის კათედრის გამგე.