გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა GIZ-ის კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორთან

შეხვედრა GIZ-ის კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
6 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორს, მერი შეფერს შეხვდა. შეხვედრაზე კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორთან ერთად იმყოფებოდნენ GIZ–ის მიგრაციისა და განვითარების პროგრამის კოორდინატორი, ბენიამინ ვიუსტენსი, მიგრაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის (CIM) კოორდინატორი, კლაუდია როსი, GIZ/CIM–ის უფროსი კონსულტანტი მიგრაციისა და დიასპორის საკითხებში, ირმა წერეთელი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების უფროსი, იოაჰიმ ჰეკერი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და დადებითად შეფასდა მიმდინარე წლის 12 მარტს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორგანიზებული კონფერენცია – „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის – ხიდის შენება“ და დიასპორის დასაქმების ფორუმი. აღინიშნა, რომ დასაქმების ფორუმს უკვე მოყვა გარკვეული დადებითი შედეგები. გელა დუმბაძემ ხაზი გაუსვა ამგვარი ფორუმების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ინტერესთა თანხვედრისა და ამ პროცესებზე დიასპორის ინფორმირების, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული დიასპორის ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე შეჯამდა საზოგადოებასა და აპარატს შორის საქართველოში მიგრაციის განვითარების და გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის მექანიზმების განვითარების კუთხით გაწეული საქმიანობა და დაიწყო ახალი პროექტის – ფინანსური ცოდნის ამაღლების და დიასპორული ინვესტიციების ხეშეწყობის პროექტის დაგეგმვის და ერთიანი კონცეფციის შემუშავების ეტაპი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოში დიასპორული რესურსის მოზიდვის მიმართულებით.