გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ილიანა დერილოვასთან

შეხვედრა ილიანა დერილოვასთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
6 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ილიანა დერილოვას შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა და მისიის ხელმძღვანელმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, ისაუბრეს დიასპორისათვის საქართველოში არსებულ შრომით ბაზარსა და დასაქმების შესაძლებლობებზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონების კომპონენტის ჩართულობით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიგრაციული პროცესის დადებითი ტენდენციების წარმოჩენას განვითარებისთვის, ჰუმანური კაპიტალის განვითარებას, საქართველოს პროფესიონალური საჭიროებებისა და შრომითი ბაზრის კვლევას, დიასპორის გზამკვლევის გამოცემას.
სახელმწიფო მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს 27–28 მაისს, ქართული დიასპორის დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, კერძოდ, მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის ჩატარების იდეა და მისიის ხელმძღვანელს აქტიური მონაწილეობა შესთავაზა.
ილიანა დერილოვამ გამოხატა სრული მხარდაჭერა დაგეგმილ ღონისძიებებში მისიის ჩართულობის თაობაზე. სახელმწიფო მინისტრი და მისიის ხელმძღვანელი ღონისძიებების სამუშო ჯგუფის შექმნაზე და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.