გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პროექტი – “გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“

პროექტი – “გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციის მიზნით, ახორციელებს პროექტს -„გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“.
პროექტის ამოცანაა, ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით – ბავშვებსა და მოზარდებს გაუღრმაოს ინტერესი ნაწარმოების, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის მიმართ და მისცეს შესაძლებლობა, „ვეფხისტყაოსნიდან“ სურვილისამებრ შერჩეული სტროფის წერილობითი გადმოცემის საშუალებით ეზიარონ მხატვრული კალიგრაფიის ეროვნულ ტრადიციას, განივითარონ ხელით წერის კულტურა და გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები.

პროექტის ფარგლებში ნამუშევრების წარდგენა ხდება ორ კატეგორიაში:

1) კატეგორია – „კალიგრაფიული ნამუშევრები“, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ქართული (მხედრული) ანბანით შესრულებული საკუთარი, ორიგინალური ხელნაწერით შექმნილი ნიმუშის წარდგენას „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტიდან.
2) კატეგორია – „საუკეთესო მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევრები“, რომელიც ითვალისწინებს მხატვრული და დეკორატიული ღირებულების მქონე, ორნამენტებითა და მინიატურებით გაფორმებული კალიგრაფიული ნამუშევრების წარდგენას „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტიდან.

მონაწილეებს უფლება აქვთ, სურვილისამებრ შეარჩიონ მონაკვეთი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტიდან; აირჩიონ საწერი მასალა (კალმის ნაირსახეობა და ფერი).

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს. ნამუშევართა კატეგორიის მიხედვით პროექტში მონაწილეობისათვის დადგენილია შემდეგი ასაკობრივი ზღვარი:

1) კატეგორიაში – „საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრები“ – მონაწილეობა შეუძლიათ ბავშვებსა და მოზარდებს 14 წლის ასაკამდე;
2) კატეგორიაში – „საუკეთესო მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევრები“ – მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 14 წლის ასაკიდან.

საპროექტო ნამუშევრების წარდგენა ხდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
საპროექტო ნამუშევართა ქვედა მარჯვენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს პროექტის მონაწილის გვარი, სახელი, ასაკი, ადგილსამყოფელი ქვეყანა და ქალაქი.
საპროექტო ნამუშევრების სკანირებული ასლი უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: diasporagovge@gmail.com
საპროექტო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მაისი, 18:00 სთ.

ნამუშევართა ორივე კატეგორიაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება სამ ნომინაციაში; გამოვლინდება:
ა. საუკეთესო ნაშრომი;
ბ. ყველაზე ორიგინილური ნაშრომი;
გ. სოციალური ქსელის რჩეული.

პროექტის დასრულებიდან ოთხი დღის განმავლობაში კომისია განიხილავს მასალებს და 2016 წლის 20 მაისს გამოავლენს პროექტის გამარჯვებულებს.
პროექტის შედეგები გამოქვეყნდება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე – http://diaspora.gov.ge და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე WWW.Facebook.com/GeoDiaspora

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და პრიზებით. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი.

პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ  პროექტის დებულება

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: diasporagovge@gmail.com ან დავიკავშირდეთ ნომრებზე: +995 32 36 98 70, +995 32 23 69 871 (დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი).