გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან საფრანგეთის რესპუბლიკაში

შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან საფრანგეთის რესპუბლიკაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გელა დუმბაძე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს, ქეთი არჩაიას შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდა ელჩს აპარატის საქმიანობა გააცნო და ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ესაუბრა. გელა დუმბაძემ საქართველოს ახალგაზრდა ელჩს მაისის თვეში დაგეგმილი საქართველოს ახალგაზრდა ეჩების ამბასადორიალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად გამართავს. 

ქეთი არჩაიამ სახელწიფო მინისტრს თავისი საქმიანობის შესახებ უამბო. მან დიდი ინტერესი გამოხატა იმ ახალგაზრდული პროექტების მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. შეხვედრის დასასრულს გელა დუმბაძემ ახალგაზრდა ელჩს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.