გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ლევილის მამულის მემკვიდრეთა ოჯახებთან

შეხვედრა ლევილის მამულის მემკვიდრეთა ოჯახებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძე-დელონე ლევილის მამულს ესტუმრნენ, სადაც მათ შეხვედრა გამართეს მამულის მემკვიდრეთა ოჯახის წევრებთან და ლევილის მობინადრეებთან. ქართულმა დელეგაციამ ადგილზე მოინახულა მობინადრეების საცხოვრებლები, ახლად გარემონტებული ბიბლიოთეკა და ფრანგი არქიტექტორის, რიშარ საბატიეს მიერ შედგენილი ლევილის მამულის მომავალი ფუნქციონირებისათვის შედგენილი პროექტის ვიზუალიზაციის მიზნით.