გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიის სხდომა

ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიის სხდომა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

8 აპრილს, პარიზში, საქართველოს საელჩოში, ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას კომისიის წევრები: საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძე – დელონე ესწრებოდნენ. ფრანგული მხარიდან სხდომას ესწრებოდნენ ამხანაგობა „ქართული კერას“ წარმომადგენლები, კომისიის წევრები: ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი, ასევე ლევილის მამულის მემკვიდრეები და ლევილის ყოფილი მერი დანიელ ესპრენი. სხდომაზე განხილული იქნა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესის სამართლებრივი ხასიათის დეტალები. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, მამულის გადაცემის საბოლოო აქტის ხელმოწერა განხორციელდება მემკვიდრეთა ოჯახების მიერ ლევილის მამულის სამომავლო ფუნქციონირების მიზნით შემუშავებული პროექტის დადასტურების შემდეგ.