გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფებიან ელჩთან შეხვედრა

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფებიან ელჩთან შეხვედრა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე  საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული დიასპორის სპექტრისა და საქმიანობის, საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საფრანგეთის ელჩს ქართული დიასპორისადმი  სახელმწიფოს ახლებური ხედვა გააცნო, ისაუბრა იმ ახალ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, დიასპორის ცოდნისა და გამოცდილების საქართველოს რეალობისა და საჭიროებებისათვის მისადაგებისა და პროფესიულ ჭრილში მათი გაზიარების თვალსაზრისით.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით მიმდინარე პროცესები გააცნო, ისაუბრა იმ გეგმებზე, რომლებიც დაკავშირებულია ლევილის შატოს სამომავლო ფუნქციონირებასთან.
საფრანგეთის ელჩმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერას, იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
სახელმწიფო მინისტრმა საფრანგეთის ელჩს აპარატის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, ისაუბრა 27–28 მაისს დაგეგმილ მეორე პროფესიულ დიასპორულ ფორუმზე და პასკალ მენიე აღნიშნულ ფორუმზე მიიწვია.