გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო ენის დღე ქართულ უნივერსიტეტში

სახელმწიფო ენის დღე ქართულ უნივერსიტეტში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო ენას: “ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდის” მიერ შექმნილი ვებ გვერდის: deda-ena.ge წარდგენა და ქართველოლოგიის ცენტრის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია “ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის აქტუალური პრობლემები.”
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი მანანა ტაბიძე, “ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდის” თავმჯდომარე ზაზა ბაღდავაძე, ირანელი ქართველი საიდ მულიანი, თურქეთელი ქართველი ნერიმან ალ ბაირაქი, ხოლო ახალგაზრდა პოეტმა ნიკოლოზ ფუტკარაძემ წაიკითხა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსი