გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დედა ენის დღე

დედა ენის დღე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს საქართველო ქართული ენის დაცვის – “დედა ენის” დღეს 38-ედ აღნიშნავს.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საპარატის თანამშრომლები, ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, „დედა ენის“ ბაღში შეიკრიბნენ.
დიასპორის საკითხებში დიასპორის საკითხებში საქართველოსსახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა გვირგვინით შეამკო „დედა ენის“ ძეგლი; ისტორიული დიასპორის მცირეწლოვანმა წარმომადგენლებმა კი ყვავილებით და ლექსებით  პატივი მიაგეს დედა ენის სიყვარულს.
14 აპრილი “დედა ენის“ დღედ 1978 წლიდან ითვლება. ზუსტად 38 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა.
შესაბამისი შესწორება კონსტიტუციაში სწორედ 14 აპრილს უნდა შესულიყო, თუმცა მასობრივმა საპროტესტო აქციამ, რომლის ორგანიზატორები ძირითადად სტუდენტები იყვნენ, მოსკოვი აიძულა, უკან დაეხია და სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა.