გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დედა ენის დღე კიევში

დედა ენის დღე კიევში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული ცენტრის იბერიას ინიციატივით კიევში აღინიშნა დედა ენის დღე. 14 აპრილს, შოთა რუსთაველის ძეგლთან კიევში მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ. საკვირაო სკოლა- სტუდია „იბერიას“ მოსწავლეებმა ძეგლი ყვავილებით შეამკეს, წაიკითხეს ლექსები და აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან. თანამემამულეებს ენის დღე მიულოცა ქართული ცენტრის პრეზიდებტმა, მანანა სულაქველიძემ და საკვირაო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ დუმბაძემ.