გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საბერძნეთში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა დაიწყო

საბერძნეთში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა დაიწყო

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საბერძნეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელიც 2013 წლის ივნისიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მეგობარი ქვეყნის სამთავრობო უწყებას შორის, ბერძნულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის დაშვების შესახებ ათენის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რაც მიმდინარე წლის 14 აპრილს ოფიციალური წერილით დაუდასტურა საქართველოს მთავრობას.
ინიციატივაზე მუშაობის ოფიციალურად გაგრძელების მიზნით, 2015 წლის ნოემბერში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შუამდგომლობით, ერთობლივი წერილით მიმართეს საბერძნეთის რესპუბლიკის განათლებისა და რელიგიურ საკითხთა მინისტრს.
ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და, საკითხის დადებითად გადაწყვეტის საფუძველზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, მომავალი სასწავლო წლისათვის დაიწყებს პროექტის განხორციელებას.