გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

შეხვედრა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

15 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა და უნგრეთის ელჩმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორის სპექტრისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, მათთან ურთიერთობის გზებსა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დიასპორებთან კავშირების გაღრმავებას და მათ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა უნგრეთში მცხოვრები ქართული დიასპორითა და მათი პოტენციალით, სავაჭრო–სამრეწველო და ინვესტიციების სფეროში, ქართული და უნგრული დიასპორების ერთმანეთთან დაკავშირების და ქართული ინვესტიციების უნგრეთში განხორციელების შესაძლებლობით.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დიასპორული ინევსტიციების მექანიზმების კვლევისა და წიგნის გამოცემის თაობაზე, აგრეთვე, იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ითვალისწინებს დიასპორის ეკონომიური პოტენციალის ჩართვას ქვეყნის განვითარებაში. მან ისაუბრა 27–28 მაისს, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა დაგეგმილ მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე, სადაც ერთ–ერთი პანელის სახით დიასპორული ინვესტიციებიც იქნება წარმოადგენილი.
შანდორ საბომ გამოხატა ფორუმზე დასწრების ინტერესი და იმედი გამოთქვა, რომ აპარატი დაეხმარება უნგრეთის მეწარმეთა ასოციაციას და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს ქართველ პარტნიორებთან კავშირების დამყარებაში და გაუწევს კოორდინირებას ამ საკითხს.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.