გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული ფოლკლორისა და კულტურის საღამო ინეგოლში

ქართული ფოლკლორისა და კულტურის საღამო ინეგოლში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

16 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ინეგოლში, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ფოლკლორისა და კულტურის საღამო.
ღონისძიებას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თემურ ტარტარაშვილმა საზოგადოების ხელმძღვანელს, ომერ ფარუქ დემირთაშს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის სახელმწიფო მინისტრის მადლობის სიგელი გადასცა.