გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებთან

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2014 წლის 31 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ საქარიაში, ბურსასა და ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხი. როგორც ცნობილია, 30 ოქტომბერს, საქარიის რეგიონის სოფელ ნუროსმანიეს საჯარო სკოლაში პირველად გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსი (მასწავლებელი მუსტაფა კოლატი).

2014 წლის სექტემბერში, თურქეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ დაამტკიცა ქართული ენის პროგრამა, 30 ოქტომბერს კი ნუროსმანიეს საჯარო სკოლაში პირველად გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი, სადაც ამ ეტაპზე 30-მდე მოსწავლე სწავლობს.