გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს“

„ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს“

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 აპრილს, „დედა ენის“ დღესთან დაკავშირებით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სტუდია „ტელევეზირთან“ ერთად პროექტის – „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს“ – პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა, მოეწყო ნახატების გამოფენა სადაც უმასპინძლა ბავშვებს, ეთნიკურ ქართველებს ირანის ისლამური სახელმწიფოდან, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებიდან, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩართული პროექტში და გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრებიც წარმოადგინეს. ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ფილმიდან „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ბავშვების მიერ პოემის სიუჟეტზე შესრულებული ნამუშევრების ანიმაციური დამუშავებითაა შექმნილი. „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“.
ღონისძიების ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა პატარა თანამემამულეებმა კონტაქტები დაამყარეს სტუდია „ტელევეზირის“ წევრ ადგილობრივ თანატოლებთან და მათთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ინტერაქტიულ შემოქმედებით და შემეცნებით სესიაში, რომელიც პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა.
„ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაში, პატარებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
იგეგმება პროექტის შემდგომი რეპლიკაცია თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობით.