გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„დედაენის“ დღე ესტონეთში

„დედაენის“ დღე ესტონეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 აპრილს, ესტონეთის რესპუბლიკის ქ. ტალინში, ქართული საკვირაო სკოლა „ბაგრატის“ ორგანიზებითა და დიასპორული ორგანიზაცია „ქართული სახლის“ მხარდაჭერით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები „დედაენაზე“ და გამოძერწეს ქართული ხალხური ზღაპრის გმირები. ასევე, ჩატარდა კონკურსი – „საუკეთესო ნახატები „დედაენიდან“. „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა ახვლედიანი დაესწრო. ღონისძიების დასასრულს, ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელის, ქეთევან ფალელაშვილის ინიციატივით, მოეწყო „დედაენის“ სხვადასხვა გამოცემის გამოფენა.