გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ძვირფასო თანამემამულეებო

ძვირფასო თანამემამულეებო

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

18 აპრილიდან 24 აპრილამდე, ათენის ჯანმრთელობის ცენტრში, მიმდინარეობს ჰუმანიტარული აქცია – უფასო სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციები ქართველი ემიგრანტებისათვის. აქციის ორგანიზატორები არიან   ა(ი)იპ ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი და ათენის ჯანმრთელობის ცენტრი, მხარდამჭერები – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს საელჩო საბერძნეთის და სერბეთის რესპუბლიკებში, ხოლო სპონსორია სამშენებლო დეველოპერული კომპანია „სვეტი“.

ჩვენს ემიგრანტებს სამედიცინო მომსახურებას უწევენ დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები საქართველოდან, ხოლო საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პროექტს კოორდინაციას უწევს ათენის განათლების და კულტურის ცენტრი „კავკასია“:  https://www.facebook.com/events/1709531082643655/

აქციის ფარგლებში, 22 აპრილიდან 24 აპრილამდე, ათენში მივლინებულნი იქნებიან აპარატის თანამშრომლები, თამარ გამილაღდიშვილი და მერაბ მენაბდე. ვისაც მათთან შეხვედრის და გასაუბრების სურვილი ექნება, გთხოვთ მიმართოთ შემდეგ მისამართზე:  იპირუს ქ. N6, „ჯანმრთელობის ცენტრი ათენში“, ტელ.: 2107211226, 2114035464.