გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქველმოქმედო აქცია ათენში

საქველმოქმედო აქცია ათენში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

24 აპრილს დასრულდა ჰუმანიტარული აქცია – „უფასო სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციები ქართველი ემიგრანტებისათვის“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ა(ი)იპ „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი“ და „ჯანმრთელობის ცენტრი ათენში“, ხოლო მხარდამჭერები – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს საელჩო საბერძნეთის და სერბეთის რესპუბლიკებში. პროექტს სპონსორობას უწევდა სამშენებლო დეველოპერული კომპანია “სვეტი”.
ქართველ ემიგრანტებს სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები ქუთაისიდან, ხოლო საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პროექტს კოორდინაციას უწევდა ათენის განათლების და კულტურის ცენტრი „კავკასია“.
ათენში ასევე იმყოფებოდნენ აპარატის თანამშრომლები, თამარ გამილაღდიშვილი და მერაბ მენაბდე, რომლებიც აქციის ფარგლებში შეხვდნენ საბერძნეთის დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მოინახულეს საგანმანათლებლო და კულტურის რამდენიმე ცენტრი, სადაც გაიმართა დისკუსიები დიასპორული ორგანიზაციების და ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული სხვადასხვა სახის პრობლემების ირგვლივ. ამ შეხვედრებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კურსის ქმედითობა და გამოავლინეს ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრის გზები უახლოესი სამოქმედო გეგმის საფუძველი გახდება.