გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა გიუნტერ ტაუბესთან

შეხვედრა გიუნტერ ტაუბესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

27 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და მიგრაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის (CIM) გლობალური პარტნიორობის დეპარატამენტის ხელმძღვანელს, გიუნტერ ტაუბეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს. განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დიასპორაში ფინანსური განათლების ტრენინგის პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე აღინიშნა მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში ჩატარებული კონფერენციისა და დიასპორის დასაქმების ფორუმის მნიშვნელობა, განსაკუთრებით,  ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ინტერესთა თანხვედრისა და ამ პროცესებზე დიასპორის ინფორმირების, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული დიასპორის ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით.
გელა დუმბაძემ და გიუნტერ ტაუბემ იმედი გამოთქვეს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ)  შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება დიასპორული კომპონენტის ჩართულობით დაგეგმილ პროგრამებში.