გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ალექსანდრე ქართველის გამოფენა

ალექსანდრე ქართველის გამოფენა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე თბილისის ეროვნულ მუზეუმში, ამერიკის და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ავიაკონსტრუქტორ, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საქმიანობისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.
ალექსანდრე ქარტველმა მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა სამხედრო ავიაციის სფეროში და იმ მოღვაწეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი, რომელთა გავლენაც მნიშვნელოვნად გასცდა მათი ძირითადი საქმიანობის სფეროს.
ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საქმიანობისადმი მიძღვნილი გამოფენის ნახვა მსურველებს თბილისის ეროვნულ მუზეუმში, მაისის ბოლომდე შეეძლებათ.