გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრებთან

შეხვედრა „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
28 აპრილს, გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის შეხვედრა “ქართული ერთობის დარბაზის” წევრებთან. შეხვედრაზე, დარბაზის მხრიდან, წარმოდგენილნი იყვნენ ჯამლეტ ხუხაშვილი, რამაზ ლომინაძე, რომან რურუა, თეიმურაზ შაშიაშვილი, რამაზ ყურაშვილი, სანდრო ნონეშვილი, ომარ მხეიძე და ალექსანდრე ოჩიგავა.
 
შეხვედრაზე “ქართული ერთობის დარბაზის” წევრებმა სახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები და კონცეფცია გააცნეს, ისაუბრეს დარბაზის სულისკვეთებაზე, რომლის მთავარ მამოძრავებელ ღერძს ხალხის აზრისა და სატკივარის გაზიარება, აზრის თავისუფალი გამოხატვა და ქვეყნის გულშემატკივრების გაერთიანება წარმოადგენს. საუბარი შეეხო სრულიად ქართველთა კონგრესის ჩატარების იდეას და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობითა და ჩართულობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას.
გელა დუმბაძემ ქართულ დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა დარბაზის წევრებს, ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც აპარატი ახორციელებს დიასპორის პრობლემების გადასაჭრელად და სამშობლოში მიმდინარე პროცესებში მათ ჩასართავად. მან სტუმრებს ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის – “გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს” არსი და მიზნები გააცნო და დარბაზის წევრები ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.