გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიგრაციის და განვითარების სამუშაო ჯგუფის II შეხვედრა

მიგრაციის და განვითარების სამუშაო ჯგუფის II შეხვედრა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
6 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა მიგრაციის და განვითარების სამუშაო ჯგუფის II შეხვედრა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი უძღვებოდა. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იყვნენ მასში შემავალი უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ((ICMPD) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: დიასპორის თემატიკის სახელმწიფო სტრატეგიაში ასახვა; დიასპორის ხედვა ვიზა–ლიბერალიზაციაზე; მიგრაციის ფინანსური კაპიტალი; ფინანსურ საკითხებზე დიასპორის ცნობიერების ამაღლება და ამ მიზნით მიზნობრივი ტრენინგ–პროგრამების ჩატარება; სამშობლოში მიგრანტების ადამიანური კაპიტალის მობილიზება; ცირკულარული მიგრაცია; პენსია და სოციალური დაცვა; ქართველი თანამემამულე ახალგაზრდების ჩართულობა; კულტურულ–შემეცნებითი და განათლების საკითხები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მიგრაციის და განვითარების სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმა. დაიგეგმა სამუშაო ჯგუფში შემავალი უწყებების მიერ ანგარიშების და კვლევების წარმოდგენა მომავალი შეხვედრისთვის. აგრეთვე, განხილულ იქნა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი მეორე პროფესიული დიასპორული ფორუმის – “გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს” საორგანიზაციო და მასში უწყებრივი მონაწილეობის საკითხები.