გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

იუსტიციის მინისტრი “ერთსულოვნების” ეთერში

იუსტიციის მინისტრი “ერთსულოვნების” ეთერში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლევილის მამულის მნიშვნელობა, თუ ერთი სიტყვით უნდა ვთქვათ, არის თავისუფლება. ლევილი თავისუფლების ქართული კერაა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ; ლევილის მამული − ეს არის სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებმაც შექმნეს დამოუკიდებელი და დღევანდელი გადასახედიდანაც კი სამაგალითო, ევროპული ტიპის თანამედროვე სახელმწიფო და ოკუპაციის შემდეგომ იძულებულნი გახდნენ, საფრანგეთიდან ებრძოლათ ქვეყნის თავისუფლებისათვის;
ლევილის მამული არის პირველი რესპუბლიკის ღირებულებები: უარი სიკვდილით დასჯაზე, კონსტიტუციით გარანტირებული ღირსეული შრომის უფლება, ქალთა უფლებები − 5 დეპუტატი ქალი და ხმის მიცემის უფლება ქალებისათვის აშშ-ზე უფრო ადრე… ლევილის მამული არის 1921 წლის კონსტიტუცია, რომლის წაკითხვისასაც პირველი „ბედნიერების უფლება“ მოგდის თავში;
როდესაც ლევილის მამულს საქართველო, და არა რომელიმე მთავრობა, დაიბრუნებს, ჩვენ (პარიზში მცხოვრებ ქართულ) ოჯახებთან ერთად შევქმნით მაგალითს იმისა, თუ როგორ აქვს ყოველთვის აზრი თავისუფლებისათვის ბრძოლას და როგორ იზრდებიან ამ იდეებზე ახალგაზრდა თაობები.

იუსტიციის მინისტრი "ერთსულოვნების" ეთერში