გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

11 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, მამუკა თავხელიძის მიწვევით, სტუდენტებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრთან პირდაპირმა და უშუალო დიალოგმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო ძირითადი აქცენტები გაკეთდა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ქართული ცენტრები საზღვარგარეთ, მაგალითად, ლევლილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი, რაც უდიდესი სტიმულია იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიის ნაწილი; შრომითი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების რეალური პერსპექტივები და ვიზალიბერალიზაციის პროცედურები, რომლის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასევე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები; სტუდენტების ერთი ნაწილი, ასევე, დაინტერესდა იმ გამოცემებით, რომლებიც როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე ემიგრაციაზე აქვეყნებდა საინტერესო ინფორმაციას, რა კონკრეტულ პროგრამებს ახორციელებს აპარატი უცხოეთში, მათ შორის ისტორიულ დიასპორაში, ქართული ენის, კულტურისა და იდენტობის შესანარჩუნებლად, და ა.შ.  გელა დუმბაძემ ამომწურავი პასუხები გასცა ახალგაზრდების და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების კითხვებს და მეორე პროფესიულ დიასპორულ ფორუმზე მიიწვია, რომელიც 27 მაისს, თბილისში გაიმართება.