გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ძვირფასო თანამემამულეებო,

ძვირფასო თანამემამულეებო,

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლებს ნიკა კოჩაროვს & YOUNG GEORGIAN LOLITAZ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ქართველი კონკურსანტები 14 მაისს, ფინალში 23-ე ნომრად გამოვლენ.
წესების თანახმად, საქართველოს თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვს. სწორედ ამიტომ გთხოვთ, იაქტიუროთ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა და მხარი დაუჭიროთ ნიკა კოჩაროვს & YOUNG GEORGIAN LOLITAZ.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმა უნდა უყურონ ფაქტიური ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს. ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება მას შემდეგ, რაც 26 კონკურსანტის გამოსვლას მოისმენს მაყურებელი. ხმის მიცემა შესაძლებელია 15 წუთის განმავლობაში.
14 მაისს, ფინალში 26 ქვეყანა მონაწილეობს: უკრაინა, იტალია, საფრანგეთი ჩეხეთი, სერბეთი, გერმანია, ლატვია, სომხეთი, კვიპროსი, უნგრეთი, ავსტრალია, ხორვატია, აზერბაიჯანი, ესპანეთი, ბულგარეთი, ბელგია, ისრაელი, პოლონეთი, ნიდერლანდები, მალტა, ავსტრია, ლიტვა, შვედეთი, ბრიტანეთი, რუსეთი, ფინეთი, მოლდოვა, ნორვეგია, ესტონეთი, მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, დანია, ირლანდია, ისლანდია, შვეიცარია, სლოვენია, ბელორუსია, ალბანეთი, საბერძნეთი, სან-მარინო, მონტენეგრო.
ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.