გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ღონისძიება „დიასპორის ჩართულობის შესაძლებლობები და გამოწვევები”

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ღონისძიება „დიასპორის ჩართულობის შესაძლებლობები და გამოწვევები”

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2016 წლის 10 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მსოფლიო ბანკის მიერ მიწვეული იქნა საერთაშორისო ღონისძიებაზე „დიასპორის ჩართულობის შესაძლებლობები და გამოწვევები: მასპინძელი და წარმოშობის ქვეყნები“, რომელიც ქ. ვაშინგტონში, აშშ-ში მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი უწყება დიასპორის საკითხებში, ხოლო გამოცდილების გაზიარების მიზნით საპატიო მომხსენებლად შერჩეული იქნა ფილიპინების, მაროკოს, საქართველოს, მოლდოვასა და მექსიკის დიასპორის მაგალითები. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ნინა მატიაშვილმა წარადგინა ვრცელი პრეზენტაცია სამინისტროს საქმიანობის, დიასპორის ჩართულობის პროგრამების, გლობალური დიასპორული კვირეულის, უახლესი ინიციატივებისა და უშუალოდ ქართული დიასპორის შესახებ ინფორმაცია, დიასპორის გეოგრაფიული განლაგებისა და მათი როლის შესახებ ქვეყნის სოც-ეკონომიკურ განვითარებაში. აღნიშნული იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიდგომა დიასპორული რესურსების მობილიზაციის მხრივ, ადამიანური კაპიტალის მობილიზებაზე დიასპორული პროფესიული ფორუმების ტრადიციად დანერგვა, დიასპორელი ბიზნეს მენტორების ქსელის შემუშავება მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით და ასევე მეორე, მესამე თაობის დიასპორის წევრებისათვის ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება. მსოფლიო ბანკის დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, წამყვანი მკვლევარებისა და პრაქტიკოსის მიერ დიასპორის ჩართულობის პოლიტიკის, დიასპორული პროგრამების, უახლესი ინოვაციური ფინანსური დიასპორული პროექტების გაზიარება, და სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომოლობის დამყარება მიგრაციისა და განვითარების სფეროში.