გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული სახლები უცხოეთში

ქართული სახლები უცხოეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა უცხოეთში ქართული სახლების შექმნის შესაძლებლობები. შეხვედრაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრმა წარმოუდგინა პროექტის – „ქართული სახლი უცხოეთში“ პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობით საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების, ეკონომიკური, ტურისტული, სასოფლო–სამეურნეო და სხვა მიმართულებების პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენას და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა აღნიშნულ პრეზენტაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და შეხედულებები წარმოადგინეს. გაიმართა დისკუსია და გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები თუ რა ფორმით არის შესაძლებელი პროექტის განხორციელება. საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა ერთხმად მოიწონეს ქართული სახლების იდეა და სამომავლო გეგმები დასახეს.
 
ქართული სახლები უცხოეთში