გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კულტურის ცენტრ “კავკასიას” საფეხბურთო ინვენტარი გადაეცა

კულტურის ცენტრ “კავკასიას” საფეხბურთო ინვენტარი გადაეცა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ ინიციატივით, კვირას, 2016 წლის 22 მაისს, ქ. ათენში გაიმართება II საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს და ქართული დიასპორის დღეს. ტურნირის ორგანიზატორმა ახალგაზრდებმა წერილით მიმართეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს და მხარდაჭერა სთხოვეს. 2016 წლის 18 ივნისს, ტურინირის ორგანიზატორთა წარმომადგენლებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, გადაეცათ შესაბამისი საპრიზო ინვენტარი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ საერაშორისო ტურნირის ჩატარება ევროპულ ქვეყნებში არსებული ქართული დიასპორული კლუბების მონაწილეობით.