გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონკურსი “გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი” გრძელდება

კონკურსი “გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი” გრძელდება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ძვირფასო თანამემამულეებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეთა შორის  „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციის მიზნით,  ახორციელებს პროექტს – „გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“. კონკურსმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებში დიდი დაინტერესება გამოწვია.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ჩვენი თანამემამულეების დაინტერესებას, ითვალისწინებს მათ სურვილს და აგრძელებს კონკურსს 20 ივნისამდე. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, საკონკურსო ნამუშევრები წარმოადგინონ დადგენილი წესით არა უგვიანეს 2016 წლის 20 ივნისის 17:00 სთ-ისა.  კონკურსში მონაწილეობის პირობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე 

გისურვებთ წარმატებას!