გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს ახალგზარდა ელჩების ამბასადორიალი

საქართველოს ახალგზარდა ელჩების ამბასადორიალი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
23 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პატრონაჟით, ასევე პარტნიორი უწყებების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების საერთაშორისო ცენტრის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი.
ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ გახსნა. მსოფლიოს რვა სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნულმა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში, ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროექტებისა და იქ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საქმიანობის შესახებ. მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, საკუთარი ინიციატივები და ერთი წლის სამოქმედო გეგმები.
პროგრამა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარებას, ახალგაზრდობის სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელებას,უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის ჩამოყალიბებას საქართველოში, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს ახალგაზრდა ელჩები სერთიფიკატებით დაჯილდოვა.
ახალგაზრდა ელჩები დაინიშნულნი არიან შემდეგ რვა ქვეყანაში:
1. აშშ – ანა ლეჟავა;
2. ბელგიის სამეფო – იანა მაისურაძე;
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – ცისია ნინიკელაშვილი;
4. თურქეთის რესპუბლიკა – სოფიო წკრიალაშვილი;
5. ნიდერლანდების სამეფო – თამარ ჟუჟუნაძე;
6. პოლონეთის რესპუბლიკა – ქეთევან ფრანგულაიშვილი;
7. საფრანგეთის რესპუბლიკა – ქეთი არჩაია;
8. შვედეთის სამეფო – ნათია ლორთქიფანიძე;
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოში არსებულ საელჩოებთან ერთად ხელს უწყობს ახალგაზრდა ელჩებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში განახორციელონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში.