გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრი ლევილის მამულის მესაკუთრეთა რწმუნებულს, ტიერი ბერიშვილს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი ლევილის მამულის მესაკუთრეთა რწმუნებულს, ტიერი ბერიშვილს შეხვდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

24  მაისს, სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგული კულტურის ასოციაციის, “გაუმარჯოს საქართველოს” პრეზიდენტს, ლევილის მამულის მესაკუთრეთა რწმუნებულს, ტიერი ბერიშვილს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტიერი ბერიშვილს 27-28 მაისს, მეორე პროფესიულ დიასპორულ ფორუმში – “გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს”, მონაწილეობის მიღებისთვის, რომელზეც იგი  ისტორიული პანელის მომხსენებლად არის მოწვეული.
სახელმწიფო მინისტრმა ბატონ ტიერი ბერიშვილს დეტალურად  გააცნო დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებებს.