გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ინვესტორთა საბჭოს სხდომა

ინვესტორთა საბჭოს სხდომა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

20 მაისს, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა სადაც სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ორი შემუშავების პროცესში მყოფი პროექტის შესახებ , ესენია: „დააკავშირე საქართველოსთან“ ( ირლანდიის მაგალითზე) სადაც დიასპორას ექნება საშუალება ხელი შეუწყოს სამშობლოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. ხოლო, მეორე პროექტია “დიასპორის ბიზნეს მენტორები”, რომლიც განხორციელდება მსოფლიო ბანკთან თანამაშრლომლობით „საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების“ პროგრამის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს დიასპორის წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას. პროექტი მოიცავს როგორც ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლაბორატორიებისა და ინოვაციური ცენტრების ფორმირებას, ასევე ფინანსებთან წვდომას საგრანტო პროგრამებით; სამეწარმეო უნარების განვითარებას, მენტორული და სატრენინგო პროგრამების საშუალებით. პროექტში დიასპორის წარმომადგენლების როლი საკმაოდ დიდია, როგორც ქართული სტარტაპების განვითარების და მათი მენტორობის კუთხით, ასევე სარისკო კაპიტალის ფორმირების მხრივ.