გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ახალგაზრდა ელჩების სემინარი ტექნოპარკში

ახალგაზრდა ელჩების სემინარი ტექნოპარკში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
24 მაისს, საქართველოს პირველ ტექნოპარკში გაიმართა სემინარი ახალგაზრდა ელჩებისათვის, სადაც სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოადგენლებმა ახალგაზრდა ელჩებს გააცნეს ქვეყანაში მიმდინარე უახლესი მოვლენები და გასცეს ამომწურავი პასუხები მათ შეკითხვებს. სემინარი, რომელიც დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა ნინა მატიაშვილმა და მინისტრის მრჩეველმა გიორგი მერაბიშვილმა. ნინა მატიაშვილმა ახალგაზრდა ელჩებს წარუდგინა ვრცელი პრეზენტაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისა და დიასპორული ჩართულობის პროგრამების შესახებ, მათ შორის დაგეგმის აქტივობებზე დიასპორის მეორე და მესამე თაობების ახალგაზრდების ჩართულობაზე სამშობლოში მიმდინარე პროცესებში. შემდეგ მოხსენება წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორს წარმომადგენლებმა რევაზ ჩხეიძემ და მაია თუშურაშვილმა, სადაც განხილული იქნა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და საზღვარგარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებებში ახალგაზრდა ელჩების შესაძლო ჩართულობის შესახებ. მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელმა ქეთი გორგოშიძემ, ისაუბრა საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობის პროგრამის შესახებ და ახალგაზდა ელჩებს გააცნო საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა. განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილემ რატი ბრეგაძემ ახალგაზრდა ელჩებს გააცნო ცენტრის შესახებ საქმიანობა, საჯარო სექტორში დასაქმების პრიორიტეტბი შრომის ბაზარზე, ცენრტის პროგრამები და შესთავაზა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებები. განათლების სამინისტროს წარმომადგნელმა ირინე დარჩიამ ისაუბრა სამინისტორს სტრუქტურის, საქმიანობისა და განათლების პროექტების შესახებ.
სემინარის მეორე ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ლალიაშვილმა, ახალგაზრდა ელჩებს გააცნო სააგენტოს ინოვაციური პროექტები, სტარტაპების დაფინანსების ხელშეწყობის მექანიზმები და მიაწოდა ინფორმაცია ტექნოპარკის შესახებ. ასევე დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა ცოდნისა და ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშეწყობის მექანიზმები. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან პრეზენტაცია წარადგინა თამთა ხუციშვილმა, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო პროგრამების შესახებ და მიმოიხილა სამინისტროს საქმიანობა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ახალგაზრდა ელჩებს მიმართა ანატოლი კორეპანოვმა, რომელმაც ისაუბრა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის პროცესებზე. სემინარის დასასრულს საქართველოს ეროვნული საიმვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა ანა ჩიქოვანმა და ალექსანდრე პაპიაშვილმა, ახალგაზრდა ელჩებს ქართული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.