გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა სამხრეთ აფრიკის საპატიო კონსულთან

შეხვედრა სამხრეთ აფრიკის საპატიო კონსულთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულს, ჯერალდ ვოლმანს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა და საპატიო კონსულმა, რომელიც დიდი ავტორიტეტის მქონე წარმატებული ბიზნესმენი, საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია, ისაუბრეს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში. შეხვედრაზე აღინიშნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საპატიო კონსულის ძალისხმევა სამხრეთ აფრიკაში საქართველოს წარმოსაჩენად და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის და ამ ღონისძიებებში ქართული დიასპორის წვლილი.

საპატიო კონსულმა ხაზი გაუსვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დაინტერესებას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებით, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთობით და იმედი გამოთქვა, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აქტიურად შეუწყობს ხელს ამ ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანას.