გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღავნელთა შთამომავლებმა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტს ხელი მოაწერეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღავნელთა შთამომავლებმა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტს ხელი მოაწერეს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
საქართველოს სახელმწიფო, დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღესასწაულზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, ლევილის შატოს და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტს მოეწერა ხელი. ისტორიული დოკუმენტის წინამდებარე დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა, სიმბოლურად 26 მაისს მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიალს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებს, რომ მათ გამოხატეს კეთილი ნება და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა ანდერძის აღსასრულებლად.