გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა მოხალისეებთან

შეხვედრა მოხალისეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
25 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, თამარ გამილაღდიშვილი შეხვდნენ მოხალისეებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ, 27-28 მაისს, დიასპორის დღის ფარგლებში დაგეგმილი „მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის“ ორგანიზებაში.
ფორუმზე მოხალისეობრივი საქმიანობის სურვილი გამოთქვეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ახალი უმაღლესი სასწავლებლის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოფენ საორგანიზაციო საკითხებს ფორუმის მსვლელობისას.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტრადიციულად თანამშრომლობს მოხალისე სტუდენტებთან სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, აძლევს მათ საშუალებას გაეცნონ სამინისტროს საქმიანობას და მონაწილეობა მიიღონ ღონისძიების ორგანიზებაში.