გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის გახსნა

მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის გახსნა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დიასპორის დღეების ფარგლებში მართავს მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმს – „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის წლის იუბილეს ეძღვნება. ფორუმი ოფიციალურად გახსნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ. მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქართველი ხალხის ერთიანობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, ფორუმზე მიწვეული ჩვენი თანამემამულეები დალოცა და განაცხადა, რომ ყველა ქართველი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, მსოფლიო ბანკის KNOMAD ჯგუფის ხელმძღვანელი დიასპორის საკითხებში სონია პლაზა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა პროფესიის წარმატებული თანამემამულეები, სასულიერო პირები, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყებრივი ჯილდო „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“ გადასცა.
ფორუმის ოფიციალური გახსნის ნაწილის მიწურულს გაიმართა წიგნის „დიასპორული ინვესტორის გზამკვლევი“ პრეზენტაცია. ასევე, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი: „დიასპორული ინვესტიციები“, რომელშიც საქართველოში დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეები, მათ მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ საუბრობენ.
ოფიციალური გახსნის შემდეგ, ფორუმი ორ ნაწილად განაგრძობს მუშაობას, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრები უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდებიან.