გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ჩვენი თანამემამულეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ

ჩვენი თანამემამულეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“, სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ უწყებრივი ჯილდოები „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“ ჩვენს თანამემამულეებს გადასცა.
 
ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნებულ თანამემამულეს, გიორგი მჭედლიძეს ჯილდო გადაეცა, საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული ინვესტიციის გამო. გიორგი მჭედლიძემ 2010 წლიდან შექმნა სანერგე მეურნეობა ,,ნიქოზი“, რომლის მიერ წარმოებულ ნერგებს ქართული ბაზრის 30% უკავია. კომპანიის მიერ წარმოებული ნერგებით გაშენებულია 700 ჰექტარზე მეტი კაკლისა და ნუშის ბაღი.
 
უწყებრივი ჯილდოები გადაეცათ ჩვენს თანამემამულეებს, თურქეთელ ქართველებს, აჰმეთ ქაჰრამანს და მეჰმეთ ნური თაიარის (მამია დუმბაძე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული ინვესტიციის გამო. მათ პარტნიორებთან ერთად საქართველოში გააშენეს ზეთისხილის ბაღები (საერთო ფართობი 400 ჰექტარი) და მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გახსნეს ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო.
 
მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით განხორციელებული ინვესტიციისთვის კომპანია „ჯინო ფარადაიზის“ დამფუძნებელი, ნოდარ გიორგაძე უწყებრივი მედლით „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“ დააჯილდოვა.