გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თემატური ჯგუფი – დიასპორა და სამედიცინო პრობლემატიკა

თემატური ჯგუფი – დიასპორა და სამედიცინო პრობლემატიკა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის „დიასპორა და სამედიცინო პრობლემატიკა“ ფორმატში მონაწილებოდნენ თსუ, თსსუ, ტვილდიანის სახელობის უნივერისტეტების სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, აგრეთვე იმ კლინიკების ექიმები და ხელმძღვანელები, რომლებიც დააარსეს უცხოეთში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულეებმა. სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს მიესალმა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე და ნაყოფიერი სამუშაო გარემო უსურვა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა ჩვენმა თანამემამულემ, პროფ. სოფიო ადამიამ სახელმწიფო მინისტრს გადასცა ჰარვარდის უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქარი.
სხდომა, რომელსაც უძღვებოდნენ პროფესორი გია ლობჟანიძე და სახელმწიფო მინისტრის აპარატის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ გამილაღდიშვილი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ გახსნა მოხსენებით – „დაბერების პოლიტიკის ეროვნული სამოქმედო გეგმა და დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში“.
მკვლევარმა და მეცნიერმა, სოფიო ადამიამ ისაუბრა ჰარვარდის უნივერსიტეტის დანნა ფარბერის კვლევითი ცენტრის მიღწევებზე და წარმოადგინა პრეზენტაცია „ონკოლოგია და რადიოთერაპია“, ხოლო მისმა კოლეგებმა საქართველოდან, მარინა მაღლაკელიძემ პროფესორმა რევაზ გაგუამ, აკად. ფრიდონ თოდუამ კოლეგებს გააცნეს მოკლე ანგრიში – „კიბოს კონტროლი საქართველოში“.
საბერძნეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულემ, ავთანდილ მიქაბერიძემ სხდომის მონაწილეებს გააცნო ათენში მოქმედი დიასპორული ორგნიზაცია, საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობა და, ასევე, ათენის ჯანმრთელობის ცენტრის პროგრამები და გამოცდილება, იმ საქველმოქედო აქციების შედეგები, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში განხორციელდა, მათ შორის, ემიგრაციის საერთშორისო ცენტრის (ხელმძ. ლედი ტუკვაძე) და ქუთაისის დ.ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის ორგანიზებით, რომლის ხელმძღვანელმა, მერაბ კვიცარიძემ საპატიო სიგელი გადასცა ავთანდილ მიქაბერიძეს.
პროფ, ნანა კვირკველიას და აკად. რომა შაქარიშვილის მოხსენება შეეხებოდა არანაკლებ აქტუალურ სამედიცინო პრობლემატიკას – „მიასთენიით დაავადებულთა სინაფსური პათოლოგიის ელექტროფიზიოლოგიური ვარიაციები“;
ნინო მირზიკაშვილმა კოლეგებს გააცნო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ჩვენი თნამემამულე ექიმების მიერ დაარსებული ახალი ცენტრი „ამერიკული კლინიკა თბილისში“, მისი პროგრამები და მიმართულებები; ნიდერლნდებში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულემ ალექსი ბაიდოშვილმა კოლეგებს წარუდგინა GIMPHA – ს საერთშორისო გამოცდილება და უახლოესი გემგები, ხოლოს სხდომის დასასრულს, პროფ.გია ლობჟანიძემ და ზაზა ხაჭიპერაძემ ისაუბრეს საქართველოს ექიმთა ასოციაციაზე და 2015-2016 წლების მიღწევებზე.
ისრაელის სახელმწიფოში მოღვაწე ჩვენმა თანამემულემ, სესილი ბინიაშვილმა, რომელიც “Doctor’s Medical”-ის დამფუძნებელია, სხდომის მონაწილეებს გააცნო მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოხსენებით – „ექიმების გადამზადება მრავალპროფილური მიმართულებებით“. კონკრეტულად, პარტნიორობა იმ სადაზღვევო ჯგუფებთან, რომლებიც პაციენტებს აგზავნიან ისრაელში და ასევე, სამედიცინო მუშაკებისათვის მასტერკლასების შესახებ. ქალბატონმა სესილიმ აღნიშნა, რომ სამშობლოსათვის გამოცდილების გაზიარება მისი პროექტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის – „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ – ორგანიზებისათვის. ანჟელინა ზახაროვამ (რუსეთი), რომელმაც წარადგინა მოხსენება – „სამედიცინო ტურიზმი“, ისაუბრა კონკრეტულად მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიაზე და პრეპარატ „ენდოციტის“ შესახებ, რომელიც საქართველოს სააფთიაქო ქსელებში უკვე იყიდება. ასევე, ქალბატონმა ანჟელინამ ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ, რომელიც ეხება ნატურალური კომპონენტებისაგან დამზადებულ თხევადი საპნებსა და ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს.
პროფ. ბესიკ შამუგიამ წარმოადგინა პრეზენტაცია საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალის – „Therapia“ – შესახებ, რომელიც ამერიკული ჟურნალი „ლანცეტის“ შვილობილი გამოცემაა. როგორც ბატონმა ბესიკ შამუგიამ აღნიშნა, ჟურნალი „Therapia“, ამ ეტაპზე, მხოლოდ 3 ნომრისგან შედგება და იგი ქართველი ექიმებისათვის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
სხდომის დასასრულს, გაიმართა საინტერესო დისკუსია, ჯგუფის მოდერატორებმა შეაჯამეს მოხსენებების ძირითადი ასპექტები და გამოთქვეს სურვილი – მომავალ ფორუმებზეც გაგრძელდეს სამედიცინო თემატიკაზე მუშაობა.