გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორული ფორმის მონაწილეებს საქართველოს პატრიარქმა მიმართა

დიასპორული ფორმის მონაწილეებს საქართველოს პატრიარქმა მიმართა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხელისუფლებას უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივების ინიციატივით მიმართა. როგორც პატრიარქმა დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დიასპორის ყველა წევრი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
„დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ამიტომ დიასპორის ყოველი წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს, რომ გაადვილდეს მოქალაქეობის მიღების პროცესი. მინდა დავლოცო დიასპორაში მყოფი ქართველი ხალხი. დიდ საქმეს აკეთებთ თქვენ, თქვენთვისაც და სამშობლოსთვისაც, ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენ ღვაწლს, თქვენს შრომას. უცხოეთში შექმნილია არაერთი წრე, აშენებულია არაერთი ეკლესია-ტაძარი და ფაქტობრივად, უცხოეთში ტაძრები ქართველ ხალხს აერთიანებს. შექმნილია საკვირაო სკოლები და ეს ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ჩვენ ყველას, რომ ერთად ვიქნებით, მაგრამ ამავე დროს მე არ მემეტებით იმისთვის, რომ თქვენ იქ დარჩეთ“, – ბრძანა პატრიარქმა მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ილია მეორემ დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა, საქართველოში დაბრუნდნენ და სამშობლოს უპატრონონ.
„ჩვენ გელოდებით სამშობლოში თქვენი შვილებით, ოჯახით. ჩვენი სამშობლოს კარი მუდამ ღიაა თქვენთვის. ჩამოდით და უპატრონეთ ჩვენს სამშობლოს. მე მინდა გითხრათ დიასპორაში მყოფ ქართველებს, რომ ძალიან დიდი ინტერესია უცხოელი ბიზნესმენების, ჩამოდიან ქმნიან ბიზნესს. ისე არ გამოვიდეს, რომ თქვენ რომ ჩამოხვალთ ყველაფერი დაკავებული იყოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

დიასპორული ფორმის მონაწილეებს საქართველოს პატრიარქმა მიმართა