საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭო შექმნილია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2014 წლის 05 დეკემბრის N01-03/4 ბრძანებით.
მისი ამოცანაა დიასპორული ორგანიზაციებისა და სათვისტომოების საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
საბჭოს კომპეტენციაა სახელმწიფო მინისტრს მოუმზადოს წინადადებები და რეკომენდაციები დიასპორაში მიმდინარე საკითხებზე განათლებისა და მეცნიერების, კულტურის, ეკონომიკის და ინვესტიციების მოზიდვის, სპორტის, ახალგაზრდობისა და სხვა სფეროებში.
საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას 3 წლის ვადით ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი.

საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს წარმოადგენენ:

  1. პაატა ნაცვლიშვილი – რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი;
  2. რუსუდან დაუშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი, ისტორიული დიასპორის მკვლევარი;
  3. ტარიელ ფუტკარაძე – წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტი, პროფესორი, ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი;
  4. რუსუდან კობახიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ემიგრაციის მუზეუმის კურატორი, ისტორიული ემიგრაციის მკვლევარი, ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის გამგეობის წევრი;
  5. მანანა შეყილაძე – ისტორიკოსი, პედაგოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიები“ პრეზიდენტი;
  6. გურამ სვანიძე – სოციოლოგის დოქტორი, ანალიტიკოსი, ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ექსპერტი;
  7. პაატა გაჩეჩილაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „XXI საუკუნე“, სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელი;
  8. კობა კიკაბიძე – მკვლევარი, სტრატეგიული ინიციატივების სააგენტო, პროექტების მენეჯერი;
  9. ნუკრი კაკუბავა – საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  10. ნანა ლომიძე – საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო გადაცემის „მიგრაციის მარშრუტების“ ავტორი;
  11. ნინო ცხოიძე – საერთაშორისო ფონდი „დიასპორათა ცენტრი საქართველოში“ – თავმჯდომარის მოადგილე;
  12. თემურ ჩალაბაშვილი – პოეტი, საზოგადო მოღვაწე;
  13. დავით მაღრაძე – პოეტი, საზოგადო მოღვაწე;
  14. ჯემალ სეფიაშვილი – კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე;
  15. გიორგი სვანიძე – დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი.
  16. მამუკა გონგაძე – არქიტექტორი, მხატვარი, ჰერალდიკოსი. საქართველოს სახელმწიფო დროშის თანაავტორი, საქართველოს სახელმწიფო გერბის, სხვადასხვა საქალაქო-ტერიტორიული ატრიბუტიკის, ქართული ვალუტა ლარის 1 და 2 ნომინალის მონეტების და ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სიმბოლიკის ავტორი.