მოლდოვის რესპუბლიკაში ქართული დიასპორული ორგანიზაცია „სამშობლო“ შეიქმნა.
ა. წ. 22 მაისს, მოლდოვის რესპუბლიკის ქ. კიშინიოვში გაიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლების გაერთიანებული შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - რესპუბლიკის მასშტაბით ერთი დიასპორული ორგანიზაციის შექმნის თაობაზე. კერძოდ, გაუქმდა საზოგადოებრივი გაერთიანება „ივერია“, ხოლო ქართველთა ასოციაცია „საქართველო“-ს ბაზაზე შეიქმნა „ქართველთა დიასპორა მოლდოვას რესპუბლიკაში „სამშობლო“, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ასოციაცია „საქართველო“-ს ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე კაკულია
22.06.2013
საქართველო საფრანგეთის კულტურის დღეები პარიზში
მიმდინარე წლის 18 მაისს, ქალაქ პარიზში ასოციაცია ქართული კულტურის კერა „ლაზი“-ს ორგანიზებით, პარიზის მე-18 რაიონისა და თბილისის მერიის თანადგომით გაიხსნა საქართველო-საფრანგეთის კულტურის დღეები ქართველ მხატვართა გამოფენის ვერნისაჟით. 19 მაისს, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საფრანგეთში მცხოვრები მწერლისა და ესეისტის, პაატა ქურდაძის ახალი წიგნის "ანტიდოტი"-ს პრეზენტაცია. მხატვარმა და მწერალმა გელა პატიაშვილმა წარმოადგინა თავისი მოთხრობების ბოლო კრებული "პოლკოვნიკის 40 დღე".
18.05.2013
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კიევში
17 მაისს, ქ. კიევში უკრაინის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ,,იბერია“-სთან არსებულმა ქართული ცეკვების ანსამბლმა „იბერია“-მ სოლო კონცერტი გამართა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კონცერტს დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, ბატონი მიხეილ უკლება, უკრაინის კულტურის სამინისტროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
18.05.2013
ქართველი ემიგრანტები ფორე მოსულიშვილის ნაკვალევზე
25 აპრილს, ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მილანის, წმიდა თამარის სახელობის სამრევლოს წინამძღვრის მამა კირიონ მაჩაიძის ლოცვა-კურთხევითა და თანადგომით, კულტურული საზოგადეობა “სამშობლო გულით სატარებელის” თაოსნობით დაესწრნენ იტალიაში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმსა და იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილის ხსოვნისადმი გამართულ ღონისძიებას ლაგო მაჯორეში, დაბა ბელჯირატეში რომელიც თითქმის ოცდაათი წელია სიღნაღთანაა დაძმობილებული.
25.04.2013
დედაენის ზეიმი შვედეთში
14 აპრილს შვედეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პირველად იზეიმეს ქართული ენის დღე. ამ დღის აღნიშვნით ჩვენი თანამემამულეები შეუერთდნენ ჩვენს სამშობლოს და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ემიგრანტებს, რომლებიც იმ დღეს ჩვენი უნიკალური საუნჯის, ქართული ენის პატივსაცემად შეიკრიბნენ. ღონისძიების ორგანიზატორებმა მოიწვიეს ყველა ემიგრანტი ვისაც კი ხმა მიაწვდინეს.
14.04.2013
ქართველმა სტუდენტებმა ბელგიაში წმინდანთა ხსოვნის დღე აღნიშნეს
ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების ორგანიზებით, რომელიც გასულ წელს დაფუძნდა სტუდენტ ნინო შარაშიძის თაოსნობით ( იგი ბელგიაში იღებს განათლებას), მიმდინარე წლის 25 იანვარს ჩატარდა წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავის და წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
05.02.2013
ქართული ფოლკლორის ფესტივალი ათენში
2013 წლის 12-13 იანვარს ქ.ათენში ხელოვნების კლუბ ,,გაგარინ 205“-ი ქართული ფოლკლორის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ ანა გაგაციუ,თანაორგანიზატორები ,,ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია“, საქართველოს საელჩო საბერძნეთში და ,,ინტელექსპრესი“.
05.02.2013
საბერძნეთის ქართული დიასპორაში გაზეთ „ელადას“ 10 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
2012 წლის 30 დეკემბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში „ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციისა“ და ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრის ეგიდით საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთის „ელადას“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. გაზეთ „ელადას“ დამფუძნებელი და რედაქტორია ანა ყურშავიშვილი.
05.02.2013
ქართველებმა მილანში ნინოობა აღნიშნეს
ღვაწლმოსილი ქართველი ემიგრანტის ნინო ყაუხჩიშვილის თაოსნობით მილანში დაფუძნებული ქართულ-იტალიური საზოგადოება “სამშობლო – გულით სატარებელი” 2005 წლიდან მოყოლებული ყოველთვის დიდი მასშტაბით აღნიშნავს ნინოობას, რომელსაც რელიგიური დატვირთვის გარდა განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობაც ენიჭება.
28.01.2013
ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება დაფუძნდა
საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში ეუფლებიან განათლებას, ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება დააფუძნეს, რომელიც 16 აგვისტოს, მათივე ხელმოწერებით გაფორმდა.
29.08.2012












